საზოგადოება

რადიკალური ოპოზიციის მცდელობების მიუხედავად, შეარყიოს ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯი, საქართველო დემოკრატიის განვითარების გზაზე წინსვლას განაგრძობს - ვლადიმერ ბოჟაძე

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე Pia.ge
1637830269
დაკოპირებულია

„რადიკალური ოპოზიციის მცდელობების მიუხედავად, შეარყიოს ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯი, საქართველო დემოკრატიის განვითარების გზაზე წინსვლას განაგრძობს! დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მსოფლიო წამყვანი კვლევითი ცენტრის „დემოკრატიის ვარიაციები“ კვლევას, რომლის თანახმად, საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს შემდეგი მაჩვენებლები: გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression); თავისუფლება წამებისგან (freedom from torture). 

როგორც ვლადიმერ ბოჟაძე აღნიშნავს, სწორედ ის ფაქტი, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მყარად ადგას დემოკრატიული განვითარების გზას გახდა დემოკრატიის სამიტზე მიწვევის საფუძველი.

„რადიკალური ოპოზიციის მცდელობების მიუხედავად, შეარყიოს ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯი, საქართველო დემოკრატიის განვითარების გზაზე წინსვლას განაგრძობს! დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარების გზაზე. სწორედ ის ფაქტი, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მყარად ადგას დემოკრატიული განვითარების გზას გახდა დემოკრატიის სამიტზე მიწვევის საფუძველი.

Carnegie Endowment აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დემოკრატიის სამიტზე მიწვეული ქვეყნების შესახებ პუბლიკაცია გამოაქვეყნა. მასალაში მიწვეული ქვეყნები თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხის მიხედვით არის შეფასებული და საუბარია, რა ნიშნით მიიწვიეს ესა თუ ის ქვეყანა 9-10 დეკემბერს დაგეგმილ დემოკრატიის სამიტზე. მიწვეულ სახელმწიფოების სია მოიცავს ლიბერალურ, სუსტ დემოკრატიებსა და რამდენიმე ქვეყანას ავტორიტარული დახასიათებით, ქვეყნების შეფასება „ფრიდომ ჰაუსის“ 2021 წლის ანგარიშს ეფუძნება. სამიტზე მიწვეულ ქვეყნებს შორის 72 „თავისუფალ“ ან სრულად დემოკრატიულ ქვეყნებად არის შეფასებული, 31 – „ნაწილობრივ თავისუფალ“, ხოლო სამი ქვეყანა – „არათავისუფალ“ სახელმწიფოდ ფასდება. „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის არის საქართველო. საქართველო, ასევე, დასახელებულია მოწინავე დემოკრატიზებად ქვეყნებს შორის პროექტ „დემოკრატიის სახეობების“ (V-Dem) მიხედვით.

ამავე ჯგუფში, ყველაზე დემოკრატიზებად ქვეყნებს შორის დასახელებული არიან სომხეთი, ეკვადორი და ნიგერი. სამიტზე დაპატიჟებულ სახელმწიფოებს საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა - „დემოკრატიის ვარიაციები“, რომელიც ეყრდნობა მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს, საქართველო დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების მაჩვენებელში, მსოფლიო დემოკრატიების ხუთეულში გამოარჩია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

კვლევის თანახმად, რომელსაც მსოფლიოში დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრი, ორგანიზაცია „დემოკრატიის ვარიაციები“ აქვეყნებს, საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს შემდეგი მაჩვენებლები: - გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression); - თავისუფლება წამებისგან (freedom from torture); „კვლევაში საუბარია ორ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაზე, სადაც საქართველოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები აქვს. ეს არის გამოხატვის თავისუფლება და თავისუფლება წამებისგან. კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი, „ელექტორალური დემოკრატიის” ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას ითხოვს“ -...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 
თბილისის მეტროში სამართალდამცველმა სავარაუდოდ ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა სცემა. 
1643029981
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0763 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიცდღეს მოქმედებდა, 3.0794 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთანმიმართებით 0.31 თეთრი შეადგინა.
1643029759
ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი აპირებს, რომ უკრაინას 1.2 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტი შესთავაზოს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1643029419
გურჯაანში, კოლაგის ტყეში ბრმა ტყვიას კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სანადიროდ წასული ორი პირიდან ერთ-ერთმა თანასოფლელი შემთხვევით გასროლილი ტყვიით სასიკვდილოდ დაჭრა.
1643026412
ენერგეტიკოსი გია არაბიძე - Pia.ge

დაასრულებს თუ არა ქაოსს ელექტროენერგიის აღრიცხვაში ახალი სისტემის დანე...

საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ელექტროენერგიის კომუნალურ სეგმენტში პრობლემების მინიმუმამდე დაყვანისთვის. კერძოდ, დაინერგა მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემა, რითაც მოწესრიგდა მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვიანობა. როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, მრიცხველები, მთელი თბილისის მასშტაბით ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება. ახალი სისტემის ამოქმედება ნიშნავს, რომ აღარ ექნება ადგილი არასწორი საფეხურებრივი ტარიფით დარიცხვის შემთხვევებს, იმოქმედებს გადახდის სპეციალური, მორგებული ვადები პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. 
ჯივიპიმ ქეთევან დედოფლის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცი...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიმდინარეობისას ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე სრულად განახლდება 5,5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელი.
პრემიერ-მინისტრმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომა გახსნა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შალვა პაპუაშვილი: დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება...
„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.