მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რჩება ნევროლოგიური დარღვევები, რომლის მკურნალობასაც დრო სჭირდება“ - ექიმი სააკაშვილზე

ნევროლოგი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრის ალექსანდრე ცისკარიძის განცხადებით, პაციენტს გარკვეული ნევროლოგიური დარღვევები აქვს, რომლის მკურნალობას გარკვეული დრო დასჭირდება. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის ტენდენცია პოზიტიურია, თუმცა, პროგნოზების გაკეთება ამ დროისთვის შეუძლებელია. 

„ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია. რჩება რაღაც გარკვეული ნევროლოგიური დარღვევები, რომელთა აღმოფხვრას დრო და მკურნალობა სჭირდება. მკურნალობა მიდის შეჯერებულად, ყველა სპეციალისტის ჩართულობით. უმთავრესია კვების აღდგენა, რაც პაციენტის მდგომარეობის თანდათანობით გაუმჯობესების საფუძველი უნდა გახდეს.

დამატებითი მედიკამენტებით მკურნალობა რასაკვირველია მიდის. მიდის მიკროელემენტებით, ვიტამინებით შევსება, რათა თავიდან იქნეს აცილებული 50-დღიანი შიმშილობის შედეგები. ყოველდღიურად ველოდებით გარკვეულ ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით პროგნოზირება შეუძლებელია“, - აღნიშნა ნევროლოგმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 ობიექტურ სამედიცინო რჩევას და შემდგომ სამართლებრივ პროცესს კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - კარლ ჰარცელი

⚫ საფრთხეები სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მხრივ ძალიან ბევრია - სანდრო ცისკარიძე სააკაშვილზე]