
საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აცილების მიზნით, რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორდნებსა და ბარებს, შეზღუდონ მათი მომსახურეობის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
"მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციონირება ე.წ. გატანის სერვისებისთვის. თუმცა, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.