მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რიმა ბერაძე განათლების და მეცნიერების მინისტრისგან თბილისის 37-ე სკოლის რეაბილიტაციის საკითხებით დაინტერესდა

„როგორია თქვენი მიდგომა ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის საკითხისადმი?“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს, პარლამენტის წევრი, რიმა ბერაძე ჩუღურეთის რაიონში მდებარე 37-ე სკოლის რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესდა. 

„თქვენ ისაუბრეთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აღნიშნეთ, რომ 64 საშუალო სკოლა წელს სრულიად რეაბილიტირებული იქნება. ასევე 64 ახალი სკოლა აშენდება. მივესალმებით ამას! მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება პირადად ძველი თბილისის კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში რამდენიმე სკოლის რეაბილიტაციისა და განახლებისთვის. ჩვენ გვქონდა კიდევ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩუღურეთში არსებობს ორი ძალიან ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სკოლა. ერთ-ერთი მათ შორის არის 23-ე საჯარო სკოლა და 37-ე საჯარო სკოლა. 23-ე სკოლასთან დაკავშირებით მიმდინარეობს პროექტირება, რაც შეეხება 37-ე სკოლას, არის შეყოვნება. მოსახლეობის სახელით, თხოვნა გვექნება, რომ მოიკითხოთ და აღნიშნული სკოლის სრული რეაბილიტაცია იქნებ უახლეს პერიოდში განხორციელდეს“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

პარლამენტის წევრმა მინისტრს შეკითხვა ზოგადი განათლების რეფორმაზეც დაუსვა. „მაინტერესებს ზოგადი განათლების რეფორმების ფარგლებში თუ იგეგმება საშუალო საფეხურის ცვლილება, იმგვარად, რომ სასკოლო შეფასებით მოხდეს უნივერსიტეტებში მოსწავლე ახალგაზრდობის ჩაბარება და აპირებთ თუ არა საშუალო საფეხურის რეალურად გამოყენებას საუნივერსიტეტო სწავლების მოსამზადებლად“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.