მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის არის ყირიმ-კონგოს აქტიურობის პერიოდი? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

მსხვილფეხა პირუტყვი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ყირიმ-კონგოს 17 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 15 ტკიპის ნაკბენის შედეგად დაფიქსირდა, ლეტალობით 5 დასრულდა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ტკიპის ნაკბენის გარდა გადაცემის სხვა გზა არის უშუალო კონტაქტი ინფიცირებული საქონლის ხორცთან, უმ დაუმუშავებელ ხორცთან.

„ყირიმ-კონგოს ცხელების აქტივობა ადრე გაზაფხულიდან ოქტომბრამდეა, ანუ მაისი-ოქტომბერი არის აქტიურობის პერიოდი. ყირიმ-კონგოს ცხელება ნებისმიერ დროს შეიძლება შეგხვდეს თუ მისი გადაცემის გზა იქნება საქონლის ხორცთან და მის სისხლთან კონტაქტი. მაგრამ ეს მაინც იშვიათია. ფერმერები და ისინი, ვინც ხორცთან მუშაობენ, დაკლულ საქონელთან, გაფრთხილებულები არიან, ტრეინინგები ჩატარებული აქვთ, ისინი მაინც ერიდებიან სპეციალური ტანსაცმლის და ხელთათმანის გარეშე მუშაობას. ძირითადად ტკიპის ნაკბენიდან, ტკიპა აქტიურდება მაისიდან ოქტომბრამდე“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, 17 შემთხვევიდან 15 იყო იყო ტკიპის ნაკბენიდან დაფიქსირებული.

„ეს არის ამ თვეებისთვის, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, ოქტომრამდე ისევ მოიმატებს. ბოლო წლებში საქართველოში საშუალოდ წლიურად ფიქსირდებოდა 10-20 შემთხვევა. ახლა უკვე 17 დაფიქსირდა ივლისის ბოლოსთვის და წინ არის აგვისტო და სექტემბერი. ეს არ არის ისეთი მატება, როგორიც არის მსოფლიოში კოვიდის, მაგრამ ენდემური ინფექციისათვის როგორიცაა ყირიმ-კონგოს ცხელება, ენდემური ეწოდება ინფექციას, რომელიც ეპიდემიურ გავრცელებას არ იწვევს და პანდემიურ გავრცელებას, მაგრამ აქვს მუდმივმოქმედი კერები, რომელიმე ქვეყანაში ან რეგიონში, ის მუდმივად გვხვდება. წარმოიდგინოთ,რომ ბუხარში ნაკვერჩხალი, რომელიც არ ქრება, დროდადრო ცეცხლი ინთება და დროდადრო ღვივის. არ ქრება. ასეთი ენდემური კერაა წელს რაოდენობა საშუალო სტატისტიკურზე უფრო მეტია. ამიტომ ძალიან საყურადღებოა. 17 შემთხვევიდან 5 გარდაიცვალა“, - განაცხადა “იმედის“ ეთერში ცერცვაძემ.