მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ვისარგებლოთ და რამდენ ქვეყანაში გამოიყენებთ მწვანე პასპორტის აპლიკაციას

როგორ ვისარგებლოთ და რამდენ ქვეყანაში გამოიყენებთ მწვანე პასპორტის აპლიკაციას

საქართველო ციფრული კოვიდპასპორტების ერთიან სივრცეს შეერთდა. Georgia e-Health - აპლიკაციაა, რომელიც შეასრულებს ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას. ინფორმაციას NCDC ავრცელებს.

17 ნოემბრიდან, EU Gateway-ის 49 სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ქართველებიც შეძლებენ გამოიყენონ ციფრული აპლიკაცია საკუთარი მწვანე სტატუსის დასადასტურებლად.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც App store-დან, ისე Google store-დანაც. მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ QR კოდი და ვაქცინაციასთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:

ვაქცინაციის ჩატარების თარიღი და ვაქცინის ტიპი, უკანასკნელად ჩატარებული PCR და ანტიგენის ტესტის შედეგები, კორონავირუსის გადატანის შესახებ ინფორმაცია.

გადმოწერეთ აპლიკაცია:

iPhone https://apps.apple.com

Android https://play.google.com

სად იმოქმედებს ე.წ. მწვანე პასპორტები: 

⚫ კვების ობიექტებში

⚫ გასართობ ობიექტებში

⚫ რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში

⚫ კინოთეატრებში

⚫ თეატრებში

⚫ ოპერაში

⚫ მუზეუმებში

⚫ საკონცერტო დარბაზებში

⚫ სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე

⚫ სპა-ცენტრებში

⚫ ფიტნესდარბაზებში

⚫ სასტუმროებში

⚫ სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე

აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 მწვანე პასპორტები საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

🔴 სად იმოქმედებს ე.წ მწვანე პასპორტები - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

🔴 რა შემთხვევაში გაქვთ მწვანე სტატუსი, რომელ ობიექტებზე ამოქმედდება „მწვანე პასპორტი“, სად შეიძლება მწვანე სტატუსის შემოწმება და სხვა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი

🔴 როგორ მიიღებენ 60 წელს ზემოთ მოქალაქეები აცრის შემთხვევაში 200-ლარიან დანამატს?

🔴 სად შეიძლება კოვიდპასპორტის აღება?