მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორია ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა, რომელიც საკარანტინო სივრცის მე-4 სართულიდან გადახტა - ლევან რატიანის განმარტება

კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრი

ახალგაზრდა კაცი, რომელიც საკარანტინე სივრცის მეოთხე სართულიდან გადახტა, ბათუმიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ახალგაზრდას მძიმე ტრავმები აქვს. ამის შესახებ Pia.ge-ს საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

ექიმის ინფორმაციით, კაცი მართვით სუნთქვაზეა.

„ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აქვს მძიმე ტრავმა და შემდგომი გართულებები“, - აღნიშნა რატიანმა.

ცნობისთვის, ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.