საზოგადოება

რთული მდგომარეობაა, პრეზიდენტ სააკაშვილს ახალი დიაგნოზები ყოველ კვირას ემატება და ემატება - ნიკოლოზ ყიფშიძე

სააკაშვილის პირადი ექიმი
1652469735
დაკოპირებულია

„ჩემი აზრით ძალიან რთული მდგომარეობაა, იმიტომ რომ პრეზიდენტს ემატება და ემატება ახალი დიაგნოზი ყოველ კვირა“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა. 

ყიფშიძის თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე კვლევა ჩაუტარდა და მათ შორის ბიოქიმიური. 

„დღეს ემოციურად დატვირთული დღე მქონდა. ძალიან იშვიათად ვხვდები ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ემოციურად დავიღალე. იმიტომ რომ დღეს რამდენიმეჯერ ვიყავი „ვივამედში“, მე მგონი ოთხჯერ. ბოლოს და ბოლოს შევხვდი „ვივამედის“ კოლექტივს, დაახლოებით 1 საათი ვისაუბრეთ. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი ექიმთა გუნდია. მთავარ ექიმს, ასევე მკურნალ ექიმს შევხვდი და რამდენიმე განყოფილების გამგეს. გავიარეთ პრეზიდენტის ისტორია თუ რა უნდა გავაკეთოთ, რა ტესტები უნდა ჩავატაროთ, ამაზე შევჯერდით და ასევე თუ რა უნდა უმკურნალონ ეს რამდენიმე დღე. 

რამდენიმე ტესტი ჩატარდა, ბიოქიმიური მათ შორის, მაგრამ პასუხები არ ვიცი. ასევე დაგეგმილია რამდენიმე ინსტრუმენტალური კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, შეიძლება ემერტე, ენდოსკოპია ან კიდევ სხვა ტესტები. 

„ვივამედის“ ექიმებისთვის მიხეილ სააკაშვილი ახალი ავადმყოფია, მაგრამ იზიარებენ ჩვენს წუხილს, რომ მდგომარეობა არის საკმაოდ რთული. ჩემი აზრით ძალიან რთული მდგომარეობაა, იმიტომ რომ პრეზიდენტს ემატება და ემატება ახალი დიაგნოზი ყოველ კვირა.

ასე თუ გაგრძელდა არ ვიცი 2-3 კვირის შემდეგ რა იქნება. არავინ არ იცის კრიზისი როდის მოხდება, არავინ არ იცის როდის გართულდება ეს თუ ის დაავადება, ეს თუ ის სიმპტომი რაც აქვს პრეზიდენტს, ამის პროგნოზი შეუძლებელია. შეიძლება დღეს გახდეს ცუდად“, - აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 პოლონეთში მზად არიან პრეზიდენტის თვითმფრინავი გამოგზავნონ, ჩასვან და წაიყვანონ - გიული ალასანია სააკაშვილზე

🔴 „ვივამედის“ ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს

🔴 როგორც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს ისე უნდა უზრუნველვყოთ მისი ჯანმრთელობის პირობები - ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე