მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსებმა თბილისში სექს-შოპი გახსნეს

სექს-შოპი თბილისში

თბილისში ინტიმური პროდუქციის მაღაზია გაიხსნა. „საქართველოსთვის ეს პატარა რევოლუციაა“, - წერს Deutche Welle.

მაღაზიის სახელწოდებაა House of woman და ის ნოემბრის ბოლოს გაიხსნა. მაღაზიის მფლობელია დიანა ლოგვინენკო. ის თბილისში წელიწად-ნახევრის წინ ქმართან ერთად სანკტ-პეტერბურგიდან ჩამოვიდა. დიანა ამბობს, რომ რუსეთიდან თბილისში ოჯახის გადმობარგება ომთან ან მობილიზაციასთან დაკავშირებული არ ყოფილა. უბრალოდ ქმარი საქართველოში IT სფეროში სამუშაოდ მიიწვიეს.

დიანა ლოგვინენკო ამბობს, რომ მისი მაღაზია პირველ რიგში ქალებისთვის არის და ის რუსულ სექს-შოპებს არ ჰგავს.

ისტორიული ექსკურსის გარეშე რთულია იმას ახსნა, თუ რას ნიშნავს ეს ქართული საზოგადოებისთვის.  როგორც თბილისის მკვიდრი სოსო ამბობს {სახელი შეცვლილია}, ამ ამბავმა ცოტა არ იყოს გამაოცა.

„საქართველოში ხომ როგორც წესი ასეთ მაღაზიებს არბევენ“, - ამბობს სოსო.

პირველი სექს-შოპი თბილისში 2001 წელს გაიხსნა და მისი სახელი „აფროდიტე“ იყო. ინტიმურმა მაღაზიამ მხოლოდ რამდენიმე თვე იარსება და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო დაიხურა. მაღაზია რამდენჯერმე დაარბიეს და მისი დაწვის მცდელობაც კი იყო. განსაკუთრებული აქტიურობით მართლმადიდებელი აქტივისტები გამოირჩეოდნენ.

დაახლოებით იგივე ბედი ეწია მეორე მაღაზიასაც, რომელიც უკვე ბათუმში გაიხსნა. ისტორია ერთგვარი მემი გახდა.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც სექს-შოპი მართლმადიდებელმა მღვდელმა დახურა, რომელმაც მაღაზიის ვიტრინას სკამი ესროლა“.

ამასთანავე სოსო ამბობს, რომ საქართველოში ეკლესია ეროვნული იდენტურობის მარკერია.

„საქართველო ხომ ესაზღვრება თურქეთს, ახლოს არის ირანი, მათთან კი საქართველოს ისტორიულად საკმაოდ რთული ურთიერთობები ჰქონდა, ამიტომ ეკლესია საქართველოში იმაზე მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნებში“, - ამბობს სოსო.

სექს-შოპი საბოლოოდ საკანცელარიო ნივთების მაღაზიად გადააკეთეს და თემა დაიხურა.

სახელი სოსო შეცვლილია, რადგანაც, ამ ადამიანის თქმით, კავკასიის რეგიონშიო სექსი - ისევ ტაბუდადებული თემაა. ამიტომ სახელის გავრცელების შემთხვევაში ის შეიძლება ახლობლებმა გააკრიტიკონ. სოსოს მიაჩნია, რომ ამავე მიზეზით ქართველები სექს-შოპით არ ისარგებლებენ.

დიანა ლოგვინენკო კი ამბობს, რომ მის მაღაზიაში ძირითადად, სწორედ ქართველი ქალები დადიან, რომელთა ასაკი 45 წელზე მეტია. ხშირად ისინი მაღაზიაში ქმრებთან ან მეგობარ კაცებთან ერთად მიდიან.

„ქართველები ზუსტად იგივე პროდუქციას ყიდულობენ, რასაც სხვა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები. ერთ თვეში მთელი საქონელი გავყიდე, მომიწია დახლებზე სუვენირების დაწყობა, რომ ის ნახევრად ცარიელი არ ჩანდეს“, - ამბობს დიანა.

ინტერვიუს ჩაწერის პროცესში მაღაზიაში მხოლოდ 2 ადამიანი შევიდა და ორივე სლავური გარეგნობის რუსულად მოსაუბრე კაცი იყო. ჩანდა, რომ ისინი მაღაზიაში პირველად არ იყვნენ მისულები და იცოდნენ რა უნდა ეყიდათ.

როგორც გამოცემა წერს, მაღაზია საბურთალოს რაიონში მდებარეობს, სადაც ძირითადად ცდილობენ დასახლდნენ IT სფეროს წარმომადგენლები რუსეთიდან და ბელარუსიდან, რომლებიც ავტორიტარულ რეჟიმებს გაექცნენ.

ინტიმური მაღაზიის კლიენტები, დიანა ლოგვინენკოს თქმით, განათლებული ხალხია, რომლებსაც კარგი შემოსავალი აქვთ. მისი თქმით, საქართველოში ამ ბიზნესს თავისი სპეციფიკა აქვს, რადგანაც ქართულ ოჯახში დედა კაცისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოლი და ქალებს ამასთან შეგუება უწევთ.

ყოველი შემთხვევისთვის მაღაზიაში არის განგაშის ღილაკი, დაცვასთან ხელშეკრულება, რკინის გისოსი.

მაღაზიაში დახლებზე არ დევს ფალოიმიტატორები, როგორც ეს სანკტ-პეტერბურგში ხდება, მაღაზიაში შესვლისას კლიენტი სილამაზის სალონის მსგავს ჰოლში ხვდება, კლიენტს სთავაზობენ ყავას და დივანზე დასვენებას. უკვე მოგვიანებით მყიდველი შედის სავაჭრო დარბაზში, დიანა ლოგვინენკო ამბობს, რომ ასე კლიენტის ადეკვატურობის დადგენა ხდება, რომ ის მიხვდეს სად შევიდა. შესაბამისად, მაღაზიაში პატარა ბავშვის შეყვანაც კი არის შესაძლებელი.

როგორც DW-ს ერთ-ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა უთხრა, ასეთი მაღაზიის გახსნა საქართველოს საზოგადოების შეგნების ამაღლებაზე მიუთითებს.

„2017 წლიდან, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა მიანიჭა, ბევრმა ადამიანმა დაიწყო ევროპაში მოგზაურობა. და მეორე, ასეთი მაღაზიების დარბევას აზრი დაეკარგა, რადგანაც ინტერნეტით ახლა ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი“.

როგორც Deutche Welle-ს კიდევ ერთმა რესპონდენტმა თამარმა უთხრა (სახელი აქაც შეცვლილია), ქართული საზოგადოება ჯერ ასეთი სექს-შოპების გახსნამდე არ მომწიფებულა, მაგრამ დიანა ლოგვინენკო პრობლემას ძალზე სწორად მიუდგა.

„მაღაზიას რომ შევხედოთ, იქ არის მხოლოდ წარწერა House of woman, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციის ოფისს ან ქალთა სილამაზის სალონის წარწერას ჰგავს. აბა დააწერეთ მას "Sex shop“ და რამდენიმე დღეში დაარბევენ“, - ამბობს თამარი.

„დიანამ სექს-შოპი დამალა, თითქოს ის საჯარო სივრცეში არ არსებობს. ანუ საზოგადოებისთვისაც არ არის. ქართველების კომპლექსები არსად წასულა.

იტალიურ ეზოებში, რომლებიც ასე მოსწონთ ტურისტებს, კვლავ რამდენიმე ოჯახი და რამდენიმე თაობის წარმომადგენლები ერთად ცხოვრობენ. ბავშვებთან მეზობლის ბებიები რჩებიან, ხოლო ახალგაზრდებს ხშირად საკუთარი სივრცე არა აქვთ, რომ ცალკე დარჩნენ. 

სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ამის გამო 30 წლამდე ასაკის ქართველი ქალების 70% გათხოვების შემდეგ ბედნიერები არ არიან. ახალგაზრდა წყვილები ხშირად ქორწინდებიან, რომ სექსის დაკანონება მოხდეს და არც ესმით, რომ ეს ბევრად უფრო რთული ურთიერთობებია. ამიტომაც განქორწინების პროცენტი საკმაოდ მაღალია. ამით აიხსნება ქართველი დედის ფენომენიც, როდესაც ქალი ქმართან ბედნიერი არ არის, მისი სიყვარული ქმრის ნაცვლად ბავშვებზე გადადის“, - წერს DW.