მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაშავებული პირველი არხის ოპერატორი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი

კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსი

რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაშავებული საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი. თვალიაშვილს ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი, კონკრეტულად რა დაზიანებები აღენიშნება ოპერატორს.

ინფორმაციისთვის, „პრაიდის კვირეული“ საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1-ელ ივლისს დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება გაიმართა, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, „ღირსების მარშის“ ჩატარება კი 5 ივლის დაიგეგმა.

„ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 რადიკალური დაჯგუფების წევრები TV პირველის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

🔴 „პრაიდი აუცილებლად დაიხურება მარშით“ - გიგა მაქარაშვილი

🔴 მინდა, პრემიერი გავაფრთხილო, ჩვენ არ ვხუმრობთ, ჩვენ მივდივართ, რომ ფიზიკურად ჩავშალოთ - გურამ ფალავანდიშვილი