მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთავის ციხეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

ხანძარი რუსთავის ციხეში

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რუსთავის N17 ციხეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამავე ინფორმაციით, ციხეში ხანძრის ჩასაქრობად 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

„N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.

სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა.