საზოგადოება

რუსთავში მომხდარ ავარიას 2 თვის ჩვილი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში
1642537233
დაკოპირებულია

რუსთავში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 თვის ჩვილი დაიღუპა. 

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს შორის გარდაცვლილი ჩვილის დედა, მამა და მისი არასრულწლოვანი ძმაა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული არასრულწლოვანი რუსთავიდან თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. 

ამ ეტაპზე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა