მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი არ არის კარგად, ეს ახასიათებს წამების შემდეგ მდგომარეობას“ - ნიკოლოზ ყიფშიძე

ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა არასტაბილურია. 

„მისი მდგომარეობა არის ის, რომ გამოკვეთილია საერთო სისუსტე, არის არასტაბილურად, ეს ახასიათებს წამების შემდეგ მდგომარეობას, არ არის კარგად. იგი არ სეირნობს, პატარა ოთახი აქვს, დადის ცოტას, უმეტესად ზის ხოლმე. ფსიქოტროპულ მედიკამენტზე, რომელზეც საუბარი იყო, მისი მიღება შეწყვიტა. ამ მედიკამენტის ზედოზირება იწვევს სისუსტეს. შიმშილობის დროს ეს მაღალი დოზა არ არის, მაგრამ საშუალოზე მეტი დოზაა, ის გამოიწვევდა უფრო ცუდ მდგომარეობას. არ ვიცნობ არცერთ ექიმს, რომელიც ამ მდგომარეობაში სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანას ხელს მოაწერს“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი

 სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება - ალეკო ელისაშვილი

⚫ „არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია ამ პირობებში“ - დიტო საძაგლიშვილი