მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამას ბევრ ადამიანზე ვერ ვიტყვი“ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა. 

მისი თქმით, მათი შეხვედრის ძირითადი ნაწილი ლოცვას დაეთმო. 

„მე რაც მომეჩვენა, დაღლილი იყო, დასუსტებული, საუბრითაც არ გვისაუბრია ბევრი, ლოცვა ხანგრძლივი იყო. მე მგონია, რომ ეს მას დაეხმარება და მალე გამოჯანმრთელდება. იგი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამას ბევრ ადამიანზე ვერ ვიტყვი. შეიძლება ვიღაცას მოეწონოს ჩემი საქციელი, ვიღაცას არა, მაგრამ მე ვაკეთებ ჩემს საქმეს“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა. 

შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის დროს ერთხელ უკვე აზიარა. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი

 სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება - ალეკო ელისაშვილი

⚫ „არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია ამ პირობებში“ - დიტო საძაგლიშვილი