მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ, სიტუაცია დამძიმდა“ - ექიმი

ექიმი სააკაშვილზე

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ციხეში შიმშილობის გამო იმდენად დამძიმდა, მას შემდეგ, რაც გადავიდა მხოლოდ წყლის მიღებაზე, რომ ხვალვე, ან რამდენიმე დღეში შესაძლოა საავადმყოფოში გადაყვანა გახდეს საჭირო - ამის შესახებ მისმა მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ არ უნდოდა მისი დატოვება.

„შევხვდი ექთანს და ნახევარი საათი ვლაპარაკობდით იმაზე, როგორ გადავაგოროთ ეს ღამე, ხვალ ხვალ იქნება, მერე ვნახოთ როგორ იქნება. ვაპირებ კიდევ მისვლას და ალბათ, უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში, ხვალ თუ არა უკვე ზეგ უნდა გადავიყვანოთ... ის შიმშილობდა 10 დღე, ოფიციალურად ასე ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს არ არის 10 დღე, მე მგონი 14-15 დღეა უკვე, დაიკლო 14 კილოგრამი.

სიტუაცია დამძიმდა. მე პირველად ვნახე მიშა ორი-სამი დღის წინ და ძალიან დიდი განსხვავებაა მის ახლანდელ მდგომარეობაში. გაუარესება გამოიწვია რასაკვირველია, შიმშილობამ.

წვენის და თაფლის ამბავზე მოგახსენებთ, რომ ციხის ადმინისტრაციამ სთხოვა მიხეილს, რომ დაელია ეს წვენი და ერთი კოვზი თაფლი ჩაედო ჩაიში. რა თქმა უნდა, ეს მოეხმარა ორგანიზმს და უკეთესად იყო, მაგრამ იმის მერე, რაც მიშამ ტელევიზიიდან გაიგო, რომ თითქოს 8 კილოგრამი თაფლი მიიღო და ლამის წვენების ქარხანა გახსნა, უარი თქვა ყველაფერზე. ამან გაართულა მდგომარეობა.

ახლა სიტუაცია ძალიან ახლოს არის კრიტიკულთან. მიშას აქვს სისხლის დაავადება „ტალასემია“. მე არასდროს არ მითქვამს ეს, მაგრამ დღეს მომცა ამის უფლება, რომ მეთქვა. ეს არ არის სასიკვდილო, მაგრამ არის რაღაც ლიმიტები და ერთ-ერთი ლიმიტი არის შიმშილი.

ამ დაავადების დროს არ შეიძლება შიმშილი. ეს იცოდა მაგან ძალიან ადრეულ ასაკში, მაგრამ პირველად ასეთი დიაგნოზი დავსვით ვაშინგტონში მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს.

ჩვენ ამ დაავადების შესახებ დიდი ხანია ვიცით. როგორც ექიმი გეტყვით, რაც დღეს ვნახე, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა, ახლა უფრო რთულად არის საქმე. ეს გამოიხატება იმაში, რომ უფრო მძიმედ დადის, ცოტათი უჭირს ლაპარაკიც“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

ამავე თემაზე:

✅„ენა დაიმოკლოს ყველამ ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, რომ მიშა კურდღელია“ - გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

✅„სააკაშვილი ციხეში იგივეა, ღამე ბალიშის ქვეშ ამოიდო გახსნილი „ლიმონკა“ და ისე დაიძინო“ - გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

✅„იმდენი უნდა შევიკრიბოთ, რაც განვლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ“ - მელია 14 ოქტომბერს აქციას აანონსებს