მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ყველა პარამეტრი ბოლომდე ნორმალიზებული არ არის“ - ნევროლოგი

ექიმი, ნევროლოგი თენგიზ წულაძე

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ყველა პარამეტრი მთლად ნორმალიზებული არ არის, განსაკუთრებით ნევროლოგიური“, - ამის შესახებ ექიმმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გორის ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა. 

თენგიზ წულაძის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა წინა გასინჯვასთან შედარებით გაუმჯობესებულია. 

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, წინა გასინჯვასთან შედარებით გაუმჯობესებულია და სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. ელექტროლიტებიც მოწესრიგებულია. ცოტა სუსტად არის, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. 

ვეთანხმები, რასაც აკეთებენ ჩვენი კოლეგები. ჩვენი შეფასებაც დაახლოებით მათი შეფასების იდენტურია. ყველა პარამეტრი ჯერ არ არის ნორმალიზებული, განსაკუთრებით ნევროლოგიური პარამეტრები, მაგრამ მგონი გაუმჯობესების პროცესშია.

ნევროლოგიური სტატუსი მთლად გაუმჯობესებული არ არის, არცაა მოსალოდნელი. ძირითადად სისუსტეა გამოხატული და შესაძლებელია, რამდენიმე კვირა დასჭირდეს ამის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ექიმმა და დასძინა, რომ მესამე პრეზიდენტს გადაადგილება შეუძლია. 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. 

ამავე თემაზე: 

🔴 „ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე“ - ლომჯარია

🔴 სააკაშვილი საქართველოს „ჩაუდეს“ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - დიმიტრი ტარანი