საზოგადოება

„სადაც იყო, იმ სისტემების მხილებას იწყებს, მაგას ჩვენებურად შანტაჟი ჰქვია და არ შეიძლება“ - მეუფე ანტონი გოგაშვილის დაკავებაზე

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი
1658391584
დაკოპირებულია

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, უცნაურია, თუ რატომ წავიდა გოგაშვილი უწყების წინააღმდეგ, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად კი მეუფე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სუსის მაღალჩინოსნის მონახულებას გეგმავს. 

„ვეცდები, რომ მას შევხვდე და ალბათ ავიღებ, მართლა ავიღებ იმის უფლებას, რომ მოვინახულო და პირადად შევეკითხო: რატომ სოსო, შენ ხომ, მაპატიე და შეგზავნილი არ იყავი. გამაღიზიანა იმან, რომ სადაც იყო, ახლა იწყებს იმ სისტემების მხილებას, მაგას ჩვენებურად შანტაჟი ჰქვია და არ შეიძლება. დღევანდელ პოზიციას ვერ ვიგებ, უცებ ასე როგორ აუჯანყდა, იმ სისტემას რაშიც იყო, რასაც ემსახურებოდა, ასე მგონია ვიღაცამ ძალიან შეუჩხიკინა“, - განაცხადა მეუფე ანტონმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.  

ცნობისთვის, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „გოგაშვილი ძალიან უცნაური პერსონაჟია, ეს სპეცსამსახურები სოციალური სამსახურია ჯანმრთელი მამაკაცებისთვის“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

👉 „როდესაც საზოგადოება იწყებს განხილვას, საიდან აქვს გოგაშვილს ამდენი ქონება, რა მამაძაღლი ყოფილა, ამით თემა ვიწროვდება“ - გია ხუხაშვილი

👉 „კატეგორიულად ვემიჯნები, პოლიტპატიმრად მოვიხსენიოთ გოგაშვილი, უხერხულია, ტატუნაშვილის ქვეყანაში ცოტა ფრთხილად მოვეპყროთ ამ სიტყვას“ - თაკო ჩარკვიანი

👉 „8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა“ - სუსი სოსო გოგაშვილზე

👉 „რომ გეუბნებიან, შეიძლება მოგიწყონ ავარია, რომ სოსოს ვაჭრობა დაუწყონ... „საჩუქარს“ ჩემგანაც მიიღებენ“ - სოსო გოგაშვილის მეუღლე