მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა - „დემოკრატიის ვარიაციები“, რომელიც მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს ეყრდნობა, საქართველო მსოფლიო დემოკრატიების ხუთეულში გამოარჩია - დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი Pia.ge

„დემოკრატიის ვარიაციების“ საერთაშორისო ცენტრის კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი, „ელექტორალური დემოკრატიის“ ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მიერ „დემოკრატიის ვარიაციების“ კვლევის შედეგების გამოქვეყნებას. 

როგორც ქართველიშვილი წერს „კვლევის მიხედვით საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს: freedom from torture (თავისუფლება წამებისგან) freedom of expression (გამოხატვის თავისუფლება) მაჩვენებლები.

„როდესაც საკუთარ თავზე შენს წარმოდგენაში ეჭვი შეაქვს შენს სუბიექტურ არაკეთილმოსურნეს ყველაზე უკეთესი გამოსავალია - ჭეშმარიტების დასადგენად ავტორიტეტულ საერთაშორისო არბიტრს მიმართო. საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა - „დემოკრატიის ვარიაციები“, რომელიც ეყრდნობა მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს, საქართველო დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების მაჩვენებელში, მსოფლიო დემოკრატიების ხუთეულში გამოარჩია. სუბიექტურ არაკეთილმოსურნეს რომლის ინფორმაციით, ქვეყანაში იდევნება აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, ამ კვლევის თანახმად: საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს - გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression) პატიმარ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებებს, რომ მას „არაადამიანურად აწამებენ“, კვლევამ უპასუხა რომ: საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს - თავისუფლება წამებისგან (freedom from torture) „დემოკრატიის ვარიაციების“ საერთაშორისო ცენტრის კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი, „ელექტორალური დემოკრატიის“ ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება.

P.S: „გამოჯანმრთელების“ გზაზე მყოფ პატიმარ სააკაშვილს, აღნიშნული ინფორმაცია ალბათ სჯობს, რომ დავუმალოთ, მისი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების თავიდან აცილების მიზნით“, - წერს ქართველიშვილი.