საზოგადოება

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია იწყება

გამოცდების რეგისტრაცია
1583501207
დაკოპირებულია

საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 9 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 26 მარტის 18 საათზე დასრულდება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მსურველები რეგისტრაციას ვებგვერდ online.naec.ge-ზე გაივლიან. ამასთან ცნობილია, რომ ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გზამკვლევი გამოქვეყნდება, რომელშიც სამაგისტრო გამოცდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იქნება განთავსებული.

განსხვავებით 2017-2019 წლებისგან 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით, რაც სრულად მოხსნის პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.