საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურის უფროსი ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებს შეხვდა

საგამოძიებო სამსახური
1637840247
დაკოპირებულია

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებს, გუნდის ხელმძღვანელ ბ-ნ ტიბორ დრასკოვიჩს და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროს ექსპერტ ბ-ნ ჰენდრიკუს (ჰარი) ვან ბოქსმეერს უმასპინძლა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.   

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანს ხსენებული პროექტის ფარგლებში (რომელიც მომდევნო 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება) საგამოძიებო სამსახურთან შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივის შეფასება და საამისოდ კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა. ყურადღება გამახვილდა საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტებზე.

პროექტი ითვალისწინებს დახმარებას ბენეფიციარი სახელმწიფო უწყებებისთვის კვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობით. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოების სექტორს, მისი ერთ-ერთი კომპონენტის - ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ სამუშაო ფორმატში ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებაზე, შესაბამისი კომპეტენციის პირთა აქტიური ჩართულობით.

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
1638304880
ელექტრომომარაგება

თბილისის უბნები, რომლებსაც 1-ელ დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ დეკემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე: სარგებლის მიღება სამივე ჩვენგანს შეუძლია,...
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.