საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან (8კმ.ში) მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ მაგნიტუდით 4.3 (ml) შეადგინა. ბიძგები თბილისის დროით 03:48 საათზე დაფიქსირდა.