საზოგადოება

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ტრენინგები კიდევ ერთმა კომპანიამ გაიარა

სკამი
1635320105
დაკოპირებულია

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, რამდენიმე თვეა ბიზნესის მხარდამჭერი პროექტი ხორციელდება. პროექტი მსუბუქი მრეწველობის სფეროდან ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულმა 19-მა კომპანიამ დარგის ექსპერტების ჩართულობით, ინდივიდუალური კონსულტაციები მიიღო მათთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვ.

კომპანია „სკამმა“, რომელიც პროექტშია ჩართული, ტრენინგები ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ექსპორტის მიმართულებით გაიარა. მიღებული გამოცდილების შემდეგ კი მისი სამომავლო გეგმები გაყიდვების წერტილების რაოდენობის ზრდას უკავშირდება. „ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავაქტიურდეთ კორპორაციულ ბაზარზე, დავაიდენტიფიციროთ საუკეთესო საექსპორტო პროდუქტები და დავხვეწოთ არსებული პროდუქცია, იმისთვის, რომ სრულ შესაბამისობაში მოდიოდეს საერთაშორისო სტანდარტებთან. ამასთან, ვგეგმავთ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასაც“,- აცხადებს კომპანიის დირექტორი, გიორგი სურგულაძე.

კომპანია „სკამი“ 2019 წელს დაარსდა და ის ხის ავეჯსა და აქსესუარებს აწარმოებს. ამ ეტაპზე კომპანიის ძირითადი მიმართულება სამზარეულოს სკამებისა და მაგიდების წარმოებაა. თუმცა, ის მომხმარებელს მისაღები ოთახისა და საძინებლის 15-მდე სახეობის დამხმარე ავეჯსა და აქსესუარსაც სთავაზობს. „სკამის“ პროდუქციას ხარისხი გამოარჩევს. კომპანია წარმოების პროცესში ნატურალური ხის მასალებს და მაღალი ხარისხის ლაქ-საღებავებს იყენებს.

„ჩვენი კომპანიის ამჟამინდელი გამოწვევა საინფორმაციო რესურსებზე შეზღუდული წვდომაა, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: სხვადასხვა სახის სტატისტიკა, (როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე) ექსპორტი, საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნები, ლოგისტიკური საკითხები, პროდუქციის მიმართ არსებული მოთხოვნები სერტიფიკატების თუ ლიცენზიების კუთხით და სხვა. პროექტის ფარგლებში საკმაოდ ინფორმაციულ ტრენინგებს დავესწარით და ახალი, საინტერესო აღმოჩენებიც გავაკეთეთ. ერთ-ერთი ტრენინგი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც უფრო ეფექტური ბიზნესს გეგმის შედგენის პრინციპები ვისწავლეთ. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ინდივიდუალური შეხვედრები, რომელიც კომპანიის სპეციფიკაზე, შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე იყო მორგებული. კიდევ ერთი ტრენინგი - ექსპორტის მიმართულებით სწორედ ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ეხმიანებოდა. მისი დახმარებით, უფრო სიღრმისეულად გავეცანით ექსპორტისა და მისი ღირებულების, ელ. კომერციის, გაყიდვის არხებისა და ბაზრის კვლევის საკითხებს. ამჟამად პროექტის იმ ეტაპზე ვართ, სადაც დარგის ექსპერტთან ერთად ინდივიდუალურად ვარჩევთ კომპანიისთვის რელევანტურ საექსპორტო ბაზრებს, პროდუქციას“,- აცხადებს გიორგი სურგულაძე.

საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი ბიზნესის სამომავლო განვითარების მიზნით კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ. პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების, ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების, შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას.

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია

„ვიწყებთ პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინას შეტანის გამო“ - „დრო...

„ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
1638725637
პროექტის  „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება საქართველოში - Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მონაწილეებმა მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.  შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და  ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი ესწრებოდნენ.
1638771856
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 3 დეკემბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
1638770790
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
პოლიტიკოსი თაზო ფაცაცია

„ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის შექმნით,...

„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
სოფელ ციხისძირში, საპროტესტო აქციაზე მოსახლეობასა და პოლიციას შორის და...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის მოსახლეობამ ტერიტორიაზე მანდარინის ნარჩენების დაყრა გააპროტესტა. აქციის მიმდინარეობისას მოსახლეობასა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. 
თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი საინფორმაცი...
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
„ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს სააკაშვ...
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.