საზოგადოება

„საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტი“ ახალ ონლაინპროექტს იწყებს

ახალი ონლაინპროექტის პრეზენტაცია
1584694439
დაკოპირებულია

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ (GIDE) იწყებს პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” მოდიფიკაციას, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ონლაინპროექტის სახით. ამის შესახებ ინფორმაციას პროექტის ორგანიზატორები ავრცელებენ.

მათი განმარტებით, ახალი პროექტი ითვალისწინებს სიტყვით გამოსვლების კონკურსს საგანმანათლებლო დებატკლუბების წევრი მოსწავლეებისთვის ქვეყნის ყველა რეგიონიდან:

„პროექტი ხორციელდება „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით და მის მიზანს წარმოადგენს ერთის მხრივ, კრიტიკული აზროვნებისა და სიტყვით გამოსვლების უნარის განვითარებას მოზარდებში, ხოლო მეორეს მხრივ, საგანმანათლებლო პროცესის გაგრძელებას თანამედროვე საკომუნიკაციო ან ინტერნეტსაშუალებების გამოყენებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არ გავჩერდეთ და არ შევწყვიტოთ საგანმანათლებლო აქტივობები, სწორედ ამიტომ, ის რაც გვინდოდა ცოცხალი კონტაქტებით განხორციელებულიყო, ახლა დისტანციურად, ონლაინ გთავაზობთ! GIDE-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინკონკურსში შეუძლია მონაწილეობა მიიღონ 14-17 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეებმა, ვინც არიან სასკოლო ან სხვა ტიპის დებატკლუბის წევრები და რომლებიც წარმოადგენენ დებატკლუბის ხელმძღვანელის სპეციალურ სარეკომენდაციო წერილს.

სიტყვით გამოსვლის ონლაინკონკურსში მონაწილეობის მსურველმა, უნდა ჩაწეროს 4-წუთიანი ვიდეორგოლი, რომელშიც უნდა იყოს ასახული სიტყვით გამოსვლა, სადაც იქნება მოყვანილი მოსწავლის პოზიცია და არგუმენტაცია შემდეგ თემებიდან (რეზოლუცია) ერთ-ერთთან კავშირში:

1. ონლაინ (ლაივ) მეცადინეობები გამართლებულია/გაუმართლებელია

2. ვიდეოჩანაწერებით სწავლება გამართლებულია/გაუმართლებელია

3. საქართველოში fake news-ებთან გამკაცრებული ბრძოლა გამართლებულია

მსურველებმა ვიდეორგოლები და სარეკომენდაციო წერილები 30 აპრილამდე უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე gedebate@gmail.com, ან მოგვწეროთ ჩვენს Facebook გვერდზე https://www.facebook.com/DebatesGeorgia/“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ონლაინპროექტის ორგანიზატორების თქმით, კონკურსის შედეგად გამოვლენილი 5 გამარჯვებული, შემდეგი სახის პრიზებსა და საჩუქრებს მიიღებს:

I ადგილი

· პლანშეტი

·  დებატების ნაციონალურ ტურნირზე უკონკურსოდ მონაწილეობა

·  შესაბამისი სერტიფიკატი

II ადგილი

·  ელ. წიგნი (kindle)

·   დებატების ნაციონალურ ტურნირზე უკონკურსოდ მონაწილეობა

·   შესაბამისი სერტიფიკატი

III ადგილი

· პორტატული დინამიკი

·  დებატების ნაციონალურ ტურნირზე უკონკურსოდ მონაწილეობა

·  შესაბამისი სერტიფიკატი

IV ადგილი

· გარე დამტენი (powerbank)

·   ქვიშის წამზომი

·   შესაბამისი სერტიფიკატი

V ადგილი

·  ყურსასმენი

·   შესაბამისი სერტიფიკატი

1334.webp

1333.webp

1332.webp