
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ივლისს 11 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ Pia.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
„10 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 1 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთაგან 1 ქალი მსჯავრდებულია“, - აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.