
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა, 18 ივლისს, ბათუმის მიმართულებით, დამატებით რეისს ნიშნავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
მათივე ცნობით, ბილეთები უკვე იყიდება.
აქვე შეგახსენებთ, კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს:👇
🔴 გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით
🔴 ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული
🔴 მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად
🔴 პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.