საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა სოციალური დისტანცირების კამპანიაში ჩაერთო

კამპანიის ბანერი
1584961702
დაკოპირებულია

საქართველოს რკინიგზამ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, სოციალური დისტანციის კამპანია დაიწყო.

"გადაზიდვები არ ფერხდება, ამიტომ შენ დარჩი სახლში" , - აღნიშნული სლოგანით კომპანია მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ რთული ვითარების მიუხედავად, გადაზიდვები არ ფერხდება.