
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრების ლიკვიდაციის შესახებ განცხადებას აქვრცელებს.
უწყების ცნობით, 12 მარტის 22:00 საათის მონაცემებით ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია შემდეგ ლოკაციებზე.
სამეგრელო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - სოფლები ჩქვალერი და მუჟავა.
გურია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი.
აჭარა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედა ჯოჭო.
იმერეთი: საჩხერის მუნიციპალიტეტი სოფელი ჭალა
მცხეთა-მთიანეთი: თიანეთის მუნიციპალიტეტი სოფელი სიონი.
კახეთი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფლები - ვერონა და რუსიანი,
გურჯაანი: სოფელი ჩალაუბანი.
ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება
იმერეთი: ჭიათურის მუნიციპალიტეტი სოფელი სკინდორი
მცხეთა მთიანეთი: დუშეთის მუნიციპალიტეტი სოფელი - ჭართალი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ყუდრო, ჩაბანი და ლიშო
ქვემო ქართლი: თეთრიწყარო.
ღია კერები ნარჩუნდება
სამეგრელო - ხობის მუნიციპალიტეტი სოფელი ხიბულა. იწვის ხმელი ბალახი და ტყის ქვედა საფარი ქარსაცავ ზოლში. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
კახეთი - ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფლები: ქორეთი, ინგეთი და ასშნისველები. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი, ხმელი ბალახი და ეკალბარდი. ადგილებზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი. სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს.
მცხეთა მთიანეთი: დუშეთის მუნიციპალიტეტი - ნოჯიკი და ქაისხევი. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი. სალიკვიდაციო სამუშაოებს ქარი და რთული რელიეფი ართულებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობითვე, ბოლო 5 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 390 დასხმა განახორციელეს.
ცალკეულ შემთხვევებში, მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.