საზოგადოება

საქართველოსა და კორეას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გეგმები განიხილება

საქართველოსა და კორეას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა
1637836950
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის ჩრდილოეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საპრეზიდენტო კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე  ჩონგ სუ პარკი (Chong Soo Park) ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კორეას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ყურადღება დაცული ტერიტორიების განვითარების და ქართული ღვინის კორეაში ექსპორტის მიმართულებებზე გამახვილდა.

„საქართველოსა და კორეას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ამბიციური გეგმები აქვს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით, რომელთა განხორციელებისთვის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა და მათი  მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოდან კორეის რესპუბლიკაში  90 000 ბოთლი ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მუშაობა ქართული პროდუქციის, მათ შორის, ქართული ღვინის კორეაში ექსპორტის ზრდის მიმართულებით.

კორეის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჩონგ სუ პარკმა ქართულ მხარეს კორეის ახალი ჩრდილოეთ პოლიტიკის და მწვანე შეთანხმების პოლიტიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ეროვნულ პარკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს და სამომავლო პროექტებს.

„მომავალ წელს საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური თანამშრომლობის 30 წელი შესრულდება. დარწმუნებული ვარ,  ჩვენ ქვეყნებს შორის როგორც  ეკონომიკური და სავაჭრო, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს“, - აღნიშნა ჩონგ სუ პარკი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
1638304880
ელექტრომომარაგება

თბილისის უბნები, რომლებსაც 1-ელ დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ დეკემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე: სარგებლის მიღება სამივე ჩვენგანს შეუძლია,...
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.