
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.
როგორც სინოპტიკოსმა PIA.GE-ს განუცხადა, 9 -10 მარტს მთელს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 23 -დან 28 გრადუსამდე შენარჩუნდება, მთაში 20-25 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში 15 - 20 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია 18-23 გრადუსი. მთიან რაიონებში კი, 17-22 გრადუსი ხოლო მაღალ მთაში 12-17 გრადუსი.
11-12 მარტს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17-დან 22 გრადუსამდე იქნება.
ამასთან, დღის საათებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე ნალექი.
13 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ტემპერატურა დაიკლებს. 14 მარტიდან კი, საქართველოში არამდგრად ამინდებს უნდა ველოდოთ.