საზოგადოება

საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი

წვიმიანი ამინდი
1584341248
დაკოპირებულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას განცხადებით, მთელი კვირის განმავლობაში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება.

როგორც PIA.GE-ს გვაზავამ განუცხადა, 16-დან 20 მარტის ჩათვლით, მთაში მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 3-8 გრადუსი იქნება. ხოლო მთიან რაიონებში ღამით -2 , დღისით კი ტემპერატურა +5-მდე აიწევს. მაღალ მთაში ღამით ტეპმპერატურა -10 გარდუსამდე დაეცემა.