მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ათიათასობით ადამიანი სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს - უცხოური მედიები აქციაზე წერს

აქცია თბილისში

„საქართველოში ათიათასობით ადამიანი სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს“, - ამის შესახებ ალ-ჯაზირა წერს.

„ათიათასობით ქართველი შეიკრიბა თბილისში და მოითხოვა დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება“, - წერს ალ-ჯაზირა.

სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე მედია France24 წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დემონსტრანტებმა, რომლებიც სააკაშვილის სახელს სკანდირებდნენ და ეროვნულ დროშებს აფრიალებდნენ, გაავსეს თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი.

კორესპონდენტის შეფასებით, აქციაზე 50 000-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი.

14 ოქტომბერს გამართულ აქციას გამოცემა „დოიჩე ველეც“ გამოეხმაურა.

„ათიათასობით ქართველი თბილისის ცენტრალური ნაწილის ქუჩებში გამოვიდა, რათა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერა გამოეხატა. დემონსტრანტები პატიმრობიდან მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ“, - წერს „დოიჩე ველე“.

ამავე თემაზე სტატიას სააგენტო „როიტერიც“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ათასობით მხარდამჭერმა დროშებით ხელში თბილისში საპროტესტო აქცია გამართა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

„ბევრი ეროვნული დროშა ჩანდა, ზოგიერთს კი ევროკავშირისა და უკრაინის დროშებიც ეკავა, სადაც სააკაშვილი ცხოვრობდა სამშობლოში დაბრუნებამდე“, - აღნიშნავს გამოცემა.

შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ღმერთს უყვარს საქართველო, სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება“ - პაატა ბურჭულაძე

„საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან

„მიშასთან შედარებით ჩვენი პოლიტიკოსები პატარა ჭიანჭველები არიან“ - გია ბუღაძე

⭕ „ნურავის ექნება იოტისოდენა იმედი, რომ სააკაშვილის ციხეში გამოკეტვას შევეგუებით“ - ნიკა მელია