
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული მცირეწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"საბედნიეროდ, Covid 19-ით ინფიცირებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ეს ნიშნავს იმას რომ მდგომარეობა უცვლელია და დაავდების პროგრესირება არ შეიმჩნევა", - განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ახალი კორონავირუსი 160-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.