
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი ქალაქ ყვარელთან დაფიქსირდა.
„დღეს, თბილისის დროით 09:33 საათზე ყვარელთან მოხდა მაგნიტუდა 3.0 (ml) სიდიდის მიწისძვრა“, - ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.