
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ინფორმაციით, 3.0 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 21:52 საათზე დაფიქსირდა.
„დღეს, თბილისის დროით 21:52 საათზე სოფელ სალამალექთან მოხდა 3.0 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.