მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ფილმის გადაღებისას ყაზახი მსახიობი გარდაიცვალა

ყაზახი მსახიობი თბილისში გარდაიცვალა

ყაზახი მსახიობი და პროდიუსერი ფარხათ აბდრაიმოვი საქართველოში ფილმის გადაღების დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

კინოსტუდიის „ყაზახფილმის“ ინფორმაციით, 56 წლის აბდრაიმოვის გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა. ის თბილისში ფილმის „მეტი ვიდრე სიყვარული“ გადაღებებში მონაწილეობდა.

აბდრაიმოვი ყაზახეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ასევე „სახალხო სიყვარულის“ პრემიის ორგზის ლაურეატი იყო.