საზოგადოება

„საკვირველია ჩვენი წარსული, აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი, სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა“ - პატრიარქი

პატრიარქი სამების ტაძარში
1634145821
დაკოპირებულია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს მოსახლეობას სვეტიცხოვლობას ულოცავს.

როგორც პატრიარქის მილოცვაშია ნათქვამი მიღებული წყალობა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ.

„საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყვნენ, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით?!
ღმერთმა წყალობა მისცა, მართლაც, და ეს წყალობა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ.

უნდა დავაფასოთ პიროვნება, პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას...
სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღესაა. მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენი, უფალო!

ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად.სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს!“ - აცხადებს ილია მეორე.