საზოგადოება

სამეგრელოსა და მესტიაში 11 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება

კორონავირუსის გამო თვითიზოლაცია სამეგრელოში
1583580976
დაკოპირებულია

კორონავირუსთან დაკავშირებით ზუგდიდსა და მესტიაში იტალიიდან ჩამოსული 11 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, მათ შორის, ოთხი ტურისტია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, არცერთს აღენიშნება ვირუსის ნიშნები.

"თითოეულ მათგანზე გაცემულია რეკომენდაციები და მიმდინარეობს ყოველდღიური მონიტორინგი. ისინი გაფრთხილებულები არიან, რომ თვითიზოლაციის დარღვევაზე ეჭვის ქონის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ეცნობება შსს-ს", -აღნიშნა ოდიშარიამ.