საზოგადოება

სანამ ამ ტელევიზიების ხელმძღვანელები და სახეები დაკავებული არიან ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერით, კომენტარს არ გაძლევთ - შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი
1626340192
დაკოპირებულია

„კომენტარს არ გაძლევთ მანამ, სანამ ამ ტელევიზიების ხელმძღვანელები და სახეები დაკავებული არიან ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერით“, - ასე პასუხობს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვ პირველს“ და „მთავარ არხს“.

მისი თქმით, ეს არის ამორალური, უზნეო კამპანია, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერით.

„ბოიკოტზე არ მივდივართ, კომენტარს არ გაძლევთ მანამ, სანამ ამ ტელევიზიების ხელმძღვანელები და სახეები დაკავებულები არიან და პოლიტიკურ მოღვაწეობაში შემოდიან ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.