მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად, ზვიად ტომარაძის გამართული აქცია სრულიად გაუგებარია“ - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თბილისში კოვიდპასპორტების წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმაურება. 

ჯაღმაიძე აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს აკრიტიკებს. 

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა სინოდის და საპატრიარქოს განცხადებებში.

დღეს საპატრიარქოსთან სრულიად შეუთანხმებლად, ზვიად ტომარაძის გამართული აქცია, მოთხოვნით  - "ვინმე მაინც შეგვხვდეს“ - სრულიად გაუგებარია.

წინასწარი შეთანხმების გარეშე, უფლებამოსილი პირის შეხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ვითარებაში შესაძლებელია წერილობით დატოვონ განსახილველად მათი წინადადება, თუ თხოვნა“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.