მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასამართლოსთან აქციის მონაწილეები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

დაპირისპირება სასამართლოსთან

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებაა. 

პოლიციელებმა დაცვის ჯიხურზე ასულ ოპერატორებს ჯიხურიდან ჩასვლისკენ მოუწოდეს და მათ სიმაღლე დაატოვებინეს, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. ერთ-ერთი მათგანი ჯიხურზე ავიდა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. 

ამ დროისთვის უცნობია დაკავებულია თუ არა ეს აქტივისტი. ადგილზე კვლავ ხმაურია. პოლიცია მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გიული ალასანია შვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა

👉 „ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები“ - შსს

👉 „მიხეილ სააკაშვილის გასამართლება ისტორიული აბსურდია“ - ნიკა მელია