მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემის ვადა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება დასაშვები

ნინო თანდილაშვილი

პარლამენტმა პირველი მოსმენით იმსჯელა და 84 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატან ცვლილებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ტყის მართვის ორგანო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დაადგენს და გასცემს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტებს, მათ შორის, საჯარიმო ქვითარს და სააღსრულებო ფურცელს.

„კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე ნაცვლად, 2023 წლის 1-ელ იანვრისა იქნება დასაშვები“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.