საზოგადოება

სასოწარკვეთილი ნაცმარგინალების გზავნილი, რომ საქართველო „საერთაშორისო რადარებიდან გაქრა“, „სანქციებს გვიწესებენ“ და „ჩამოვიშალეთ“, კვლავაც მითების ტოპ სიაშია სასოწარკვეთილი - გია აბაშიძე

ანალიტიკოსი
1637832597
დაკოპირებულია

„ნაცმარგინალების გზავნილი, რომ საქართველო „საერთაშორისო რადარებიდან გაქრა“, „სანქციებს გვიწესებენ“ და „ჩამოვიშალეთ“, კვლავაც მითების ტოპ სიაშია - ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში მსოფლიო წამყვანი კვლევითი ცენტრის „დემოკრატიის ვარიაციები“ კვლევას ეხმიანება, რომლის თანახმად, საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს შემდეგი მაჩვენებლები: გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression); თავისუფლება წამებისგან (freedom from torture). 

მისი თქმით, არაანგაჟირებული ექსპერტები, ანალიტიკოსები და მიმომხილველები საკუთარი ქვეყნის შეფასებისას, საერთაშორისო რეიტინგებს/ანგარიშებს უნდა ეყრდნობოდნენ და არა პარტიულ-სექტანტურ „მესიჯბოქსს“.

„სასოწარკვეთილი ნაცმარგინალების გზავნილი, რომ საქართველო „საერთაშორისო რადარებიდან გაქრა“, „სანქციებს გვიწესებენ“ და „ჩამოვიშალეთ“, კვლავაც მითების ტოპ სიაშია, რეალობა კი ამგვარია: წამყვანი საერთაშორისო კვლევითი ცენტრი „დემოკრატიის ვარიაციები“ (ეყრდნობა მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს): დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია. საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს პარამეტრები შემდეგში - Freedom from torture (თავისუფლება წამებისგან); Freedom of expression (გამოხატვის თავისუფლება). საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი მიეკუთვნება ელექტორალური (არჩევითი) დემოკრატიის ქვეყნებს.

Carnegie Endowment: აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დემოკრატიის სამიტზე (9-10 დეკემბერი) მიწვეული ქვეყნების ჩამონათვალში „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის არის საქართველო. ამასთან, საქართველო დასახელებულია მოწინავე დემოკრატიზებად ქვეყნებს შორის პროექტ „დემოკრატიის სახეობების“ (V-Dem) მიხედვით. ცნობისათვის, ბაიდენის სამიტზე მიწვეულ ქვეყნებს შორის 72 „თავისუფალ“ ან სრულად დემოკრატიულ ქვეყნებად არის შეფასებული, 31 – „ნაწილობრივ თავისუფალ“, ხოლო სამი ქვეყანა – „არათავისუფალ“ სახელმწიფოდ ფასდება. წესისამებრ, არაანგაჟირებული ექსპერტები, ანალიტიკოსები და მიმომხილველები საკუთარი ქვეყნის შეფასებისას, საერთაშორისო რეიტინგებს/ანგარიშებს უნდა ეყრდნობოდნენ და არა პარტიულ-სექტანტურ „მესიჯბოქსს“, - წერს გია აბაშიძე.

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
1638304880
ელექტრომომარაგება

თბილისის უბნები, რომლებსაც 1-ელ დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ დეკემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე: სარგებლის მიღება სამივე ჩვენგანს შეუძლია,...
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.