
ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის "საუკეთესო კულტურულ ქალაქად" დასახელდა. LCD Berlin Awards გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელისა და VisitBerlin-ის ერთობლივ ცერემონიალზე საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
თბილისს კონკურენციას მსოფლიოს ცნობილი სხვადასხვა ტურისტული ქალაქები უწევდნენ.
LCD Awards-ის დაჯილდოების მე-6 ცერემონიალზე 28 ქვეყნის 50 კულტურული მიმართულება იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ჯილდო 18-მა ტურისტულმა მიმართულებამ მიიღო.
LCD Awards მიზანია ტურისტებს უახლესი სამოგზაურო ადგილების აღმოჩენაში დაეხმაროს, რომელიც კულტურულ და სათავგადასავლო მიმართულებას მოიცავს.
LCD Berlin Awards-ის 2020 წლის გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია, სადაც The New York Times-ის ევროპის კულტურის მიმართულების რედაქტორი და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები შედიოდნენ.
სპეციალური ჯილდო გერმანიაში საქართველოს საელჩოს გადაეცა.