საზოგადოება

„სავარაუდოდ, ერთი ცხედარია ნაპოვნი“ - გომელაური ბათუმის შემთხვევაზე

შინაგან საქმეთა მინისტრი
1633720480
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

იგი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2 ადამიანია გადარჩენილი და ნანგრევებში უნდა იმყოფებოდნენ ბავშვებიც.

მინისტრის განმარტებით, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, პარალელურად კი მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის მიზეზების დასადგენად.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

სამაშველო სამუშაოებში რამდენიმე ასეული მაშველი მონაწილეობს.

კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს. მოგვიანებით, დანგრეული შენობის გვერდითა ნაწილიდან მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქე გამოიყვანეს.

ადგილზე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი.

უშუალოდ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ადამიანი, ერთი ქალი და ერთი კაცი ამოიყვანეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

„კამერები ნახეს პოლიციელებმა და გაზის შემთხვევაში ჩამონგრევა ასე არ ხდება“ - შს მინისტრი

⭕ „მოდიოდა ქვები, ლოდები, ბურუსი იყო მთელ სალონში“ - სალონის თანამშრომელი

⭕პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

⭕ ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს (ვიდეო)

„პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ“ - დაშავებული ბავშვის მამის პირველი კომენტარი

„ჩვენი ინფორმაციით, 10-15 ადამიანი უნდა იყოს ნანგრევებში მოყოლილი“ - გომელაური