საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
1655975069
დაკოპირებულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯო მაკჰიუსს და კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ირლანდიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ირლანდიის სენატის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ მორიგ რეზოლუციაზე, რომელიც  ევროკავშირს მოუწოდებს,  საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებასა  და ევროინტეგრაციის კუთხით, საქართველოს შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრა.

ჯო მაკჰიუსმა აღნიშნა, რომ ირლანდიის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას.

შეხვედრა ირლანდიის რესპუბლიკის მრავალპარტიული საპარლამენტო დელეგაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.