მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა რამიშვილის დასაცავად არის გადაქცეული სუსი, შმუსი - გიორგი ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი

„შალვა რამიშვილის დასაცავად არის გადაქცეული სუსი, შმუსი“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

„შალვა რამიშვილის დასაცავად არის გადაქცეული ყველა პოლიცია, სუსი, შმუსი და ასე შემდეგ. სირცხვილია უბრალოდ. თავის მომჭრელია, რომ ამ ბინძურ ადამიანს ასე გავეშებულად იცავს რეჟიმი ქვეყანაში. ბოდიშს ვუხდი ქალბატონებს რომ ვერ შევქმენით დღემდე ინსტიტუციები, რომლებიც მათ უფლებებს დაიცავდა. ამის დრო ძალიან მალე მოვა“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე ტვ „პირველთან“. 

ცნობისთვის, რამდენიმე ქალმა „პოსტივის“ ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

აღნიშნულს საკითხს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება მოძალადეს აგულიანებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გამოძიება ინფორმაციის გავრცელებისთანავე უნდა დაწყებულიყო - ნანუაშვილი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საკითხზე

👉 ბოლო პერიოდში პრეზიდენტი უკიდურესად ტენდენციურია - მდინარაძე ზურაბიშვილზე

👉ზურაბიშვილის მხრიდან ხშირად გაუგებარი განცხადებები კეთდება, კინკლაობაში არ შევალთ - ირაკლი კობახიძე

👉 20 დაღუპული და 29 დაშავებული - საუდის არაბეთში პილიგრიმების ავტობუსი ხიდს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა