საზოგადოება

შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 1-ელი აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი აღარ მოემსახურება

შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 1-ლი აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი აღარ მოემსახურება
1659079112
დაკოპირებულია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ პირველი აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი აღარ მოემსახურება.

აქვე გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩატის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე rs.ge უკვე არსებული 452 ელექტრონული სერვისით.

ამასთან, გადასახადის გადამხდელებს მომსახურების მისაღებად შეუძლიათ ესტუმრონ თბილისში არსებულ გლდანი-ნაძალადევისა  (სარაჯიშვილის ქუჩა №1) და ისანი-სამგორის (გულუას ქუჩა № 4) სერვისცენტრებს.