მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შესაძლებელია სოციალური სიკვდილი მივიღოთ“ - ექიმი სააკაშვილზე

ექიმი გოჩა გორგოძე

„რეანიმაციულ ღონისძიებამდე მისვლა ეს არის კატასტროფა, შესაძლებელია, სოციალური სიკვდილი მივიღოთ“, - ამის შესახებ ექიმმა, რეანიმატოლოგმა გოჩა გორგოძემ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ექიმის თქმით, დაუყოვნებლივ საჭიროა მესამე პრეზიდენტის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

გოჩა გორგოძე ამბობს, რომ სააკაშვილის შემთხვევაში რიტმის მოშლის ორი ეპიზოდი დაფიქსირდა და განმეორების შემთხვევაში შესაძლოა, რიტმი ვეღარ აღდგეს.

„ორი ეპიზოდი იყო უკვე რიტმის მოშლის, როგორც ჩვენ ვიცით, გადასხმით მოხერხდა აღდგენა, ეს არის ცეცხლთან თამაში. ასეთი რამე კიდევ თუ მოხდება, შესაძლებელია რიტმი ვეღარ აღდგეს. რეანიმაციულ ღონისძიებამდე მისვლა ეს არის კატასტროფა, იმიტომ რომ დიდი ალბათობით იქნება წარუმატებელი. წარუმატებელი არ ნიშნავს ბიოლოგიურ სიკვდილს, შესაძლებელია, სოციალური სიკვდილი მივიღოთ, თავის ტვინის.

ამასთან, მნიშვნელოვანია თანმხლები დაავადებები და რამდენად ვიცით მას აქვს თალასემია. თუ წავიდა ისევ რიტმის მოშლა, უამრავი რამ შეიძლება მოხდეს, შეიძლება თრომბოზი განვითარდეს. იმიტომ ითხოვენ c კატეგორიის კლინიკაში გადაყვანას, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მონიტორინგი და ინტენსიური თერაპიის დაწყებაც, რომ რეანიმაციულ ღონისძიებამდე არ მივიდეთ.

თუ ასეთი რამ დასჭირდა, მზად უნდა იყოს კლინიკა ნებისმიერი ჩარევისთვის. ნებისმიერ დრამატულ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ძალიან ბევრი პასუხი ორგანიზმისგან. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გადავიყვანოთ c კატეგორიის კლინიკაში, მაგრამ ეს უნდა იყოს მრავალპროფილური კლინიკა“, - განაცხადა რეანიმატოლოგმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „შესაძლოა ღამით ისე ცუდად გახდეს, ვერც მიუსწრონ“ - ოჯახის ექიმი სააკაშვილზე

👉 „შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

👉 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

👉 „სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთ“ - ანა დოლიძე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე ადვოკატებს მოუწოდებს

👉 „გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ვაცხადებ“ - სააკაშვილი

👉 „პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი არ გარდაიცვლება“ - ნიკა გვარამია