საზოგადოება

შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სიტუაციის სიმძიმეს - მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი
1669294618
დაკოპირებულია

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დღეს კიდევ ერთხელ შეხვდება საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას.

როგორც ჯიშკარიანი წერს, „ემპათიას“ დასკვნა ასახავს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

„ჩვენ არაერთგზის ვაცხადებდით, რომ მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებდა საზღვარგარეთ გაყვანას, სამწუხაროდ, ეს არავინ გაიზიარა. ამჟამად, ჩვენი დასკვნა ასახავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

გამოიკვეთა სრულყოფილი ტოქსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას ევროპის ან აშშ-ის მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა ამ დონეზეა დაზიანებული, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - სალომე ზურაბიშვილი

✔️ ნელი სიკვდილით კვდება, უკან უკან მიდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა - მანანა ჯებაშვილი სააკაშვილზე

✔️ „თუ არ მოხდა მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, ექიმები დავიწყებთ შიმშილობას“ - ლევან ფერაძე სააკაშვილზე

✔️ საქართველოში დაბრუნება - სააკაშვილის ფატალური შეცდომა - BBC

✔️ მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისმა მომხრეებმა კლოუნადად აქციეს, აბანძებენ მიხეილ სააკაშვილს - იაგო ხვიჩია