მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდება 

ეკონომიკა და მდგრადი განვითარება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, პირველ თებერვლამდე შეზღუდვები გახანგრძლივდება როგორც ბიზნესის სფეროში, ისე მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით.

„ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს. ჩვენი ამოცანაა, თებერვლამდე დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და პირველი თებერვლიდან მოვემზადოთ უფრო უსაფრთხო გახსნისთვის“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

აგრეთვე იხილეთ:

ყველა შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაშია დაწესებული